eSIM-ის გასააქტიურებლად თქვენს მოწყობილობას უნდა ჰქონდეს eSIM-ის მხარდაჭერა. აქტივაციის პროცესი დამოკიდებულია თქვენს ტელეფონზე.
Iphone
1. გადადით “პარამეტრები”-ში.
2. აირჩიეთ “ფიჭური” ან “მობილური მონაცემები”.
3. დააჭირეთ “eSIM-ის დამატება”-ს.
4. თუ eSIM-ის QR კოდი გაქვთ, დააჭირეთ “QR კოდის გამოყენება”-ს და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.
Android
1. გადადით “პარამეტრები”-ში.
2. აირჩიეთ “ქსელი და ინტერნეტი” ან “მობილური ქსელი”.
3. დააჭირეთ “eSIM-ის დამატება”-ს.
4. დააჭირეთ “ჩამოტვირთოთ SIM ბარათი”-ს და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.
თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, დაუკავშირდით თქვენს eSIM-ის პროვაიდერს.
eSim-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია თქვენი ტელეფონის მოდელზე. მაგალითად Iphone XR, XS, XS Max და ყველა შემდგომ მოდელს აქვს eSim-ის მხარდაჭერა (თუ ჩინეთის ბაზრისთვის გამოშვებული ვერსია არ არის).
რაც შეეხება Android-ის მოდელებს, eSim აქვს Samsung Galaxy S20 და მის შემდგომ მოდელებს. Google Pixel 3 და მის შემდგომ გამოშვებულ მოდელებს. Huawei P 40 და Mate 40.
ასევე კიდევ ბევრ სხვა მოდელს აქვს eSim.
თუ გაინტერესებთ, აქვს თუ არა თქვენს კონკრეტულ Android-ის მოდელს eSIM-ის მხარდაჭერა, შეგიძლიათ, დააზუსტოთ ოპერატორის ვებგვერდზე, თქვენი ტელეფონის პარამეტრებში ან უბრალოდ ინტერნეტში მოიძიოთ.
თქვენი ინტერნეტის ხარისხი და მობილური ქსელის სიგნალი ხარისხი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ქსელზე, რაზეც დაერთდებით და გამოიყენებთ საზღვარგარეთ. როგორც წესი ტელეფონი თვითონ ირჩევს ავტომატურ რეჟიმში ქსელს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ის შეცვალოთ ტელეფონის პარამეტრებში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სხვა ქსელი.
ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს სად შეიძენთ სიმ ბარათს, თუ რათქმაუნდა ისეთ სიმ ბარათს არ ყიდულობთ რომელსაც რაიმე სახის შეზღუდვა აქვს კონკრეტულ ქსელზე კონკრეტულ ქვეყანაში.
თუ გამგზავრებამდე, eSim-ს ან ფიზიკურ სიმ ბარათს ყიდულობთ, დააზუსტეთ რომ იმ ქვეყნის მხარდაჭერა აქვს სადაც მიემგზავრებით და იხელმძღვანელეთ მხოლოდ ფასით, მეგაბაიტების რაოდენობით და გამოყენების დღეებით.
რათქმაუნდა შეგიძლიათ. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა წესები აქვს ადგილობრივი ოპერატორების ქსელში ჩასართავად. თუმცა როგორც წესი დაგჭირდებათ თქვენი პასპორტი და კონკრეტული განაცხადის შევსება.
ტარიფები დამოკიდებულია არჩეულ ოპერატორზე და იქ არსებულ პაკეტებზე.
გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტში როგორც წესი, ნებისმიერი სიმ ბარათი თუ ინტერნეტ პაკეტი უფრო ძვირია ვიდრე ქალაქში.
რათქმაუნდა შეგიძლიათ. უბრალოდ სტანდარტული როუმინგის მომსახურება საკმაოდ ძვირია. ამ შემთხვევაში გირჩევთ იყიდოთ თქვენი მობილური ოპერატორისგან როუმინგის ინტერნეტ პაკეტი, რომელიც შედარებით იაფია სტანდარტულ როუმინგის ტარიფზე.
თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ და ჩართული გაქვთ როუმინგი, თქვენ იხდით როგორც გამავალი ისე შემომავალი ზარის საფასურს. ასევე იხდით გამავალი SMS-ის საფასურს და დახარჯული მეგაბაიტების საფასურს (ინტერნეტი).
უფასოა შემომავალი SMS.
თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ინტერნეტი (Data Roaming) ტელეფონის პარამეტრებიდან და დატოვოთ როუმინგი ჩართული. ეს საშუალებას მოგცემთ უფასოდ მიიღოთ თქვენს ნომერზე შემომავალი SMS, მაგალითად ბანკიდან გადახდის დასადასტურებლად.
ევროპის უმეტეს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციებში დასახმარებლად ერთი საერთო ნომერია – 112.
ეს არის ევროპული სასწრაფო დახმარების ნომერი, რომლის დარეკვაც შეგიძლიათ, თუ დახმარება გჭირდებათ.
112-ზე დარეკვა უფასოა და შეგიძლიათ სიმ ბარათის გარეშეც დარეკოთ.