თვითმფრინავის ბორტზე და ბარგში აკრძალული ნივთები
ბორტზე ასატანად აკრძალული ნივთები
ბასრი და მჩხლეტავი საგნები
- დანა
- მაკრატელი
- სამშენებლო ხელსწყოები
- სათხილამურო ჩხირები
- შუბი და სამკაპი
- საბრძოლო აღჭურვილობა
- სამზარეულოს ბასრი ნივთები
- ნებისმიერი სხვა ბასრი საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად
- ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური უშვებს მცირე ზომის მაკრატლების ან სხვა კოსმეტიკური დანიშნულების ბასრი ნივთების ტარებას, რომელთა პირის სიგრძე არ აღემატება 6 სმ-ს
იარაღი, აალებადი და ფეთქებადი ნივთები
- ცეცხლსასროლი იარაღი
- ასაფეთქებელი ნივთიერებები
- ცეცხლგამჩენი საშუალებები (ასანთი, სანთებელა)
- აალებადი ნივთიერებები (საწვავი, საღებავი)
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები
- რადიოაქტიური მასალები
- ნებადართულია მხოლოდ ერთი, სტანდარტული ზომის (მაგალითად, Bic-ის ტიპის) სანთებელას ატანა, რომელიც თქვენს ჯიბეში ან ხელბარგის გამჭვირვალე პლასტიკურ კონტეინერში უნდა მოათავსოთ.
სითხეები და გელები 100 მლ-ზე მეტი
- წყალი, წვენი, სპირტიანი სასმელი
- კოსმეტიკური საშუალებები (ლოსიონი, შამპუნი)
- სუნამო , დეოდორანტი
- სხვადასხვა კრემები
- მზისგან დამცავი საშუალებები
- კბილის პასტა
- დასაშვებია ნებისმიერი გვერდით ჩამოთვლილი სითხის ბორტზე ატანა მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის ბოთლში (შეფუთვაში). გაითვალისწინეთ რომ კონკრეტულად ბოთლი (შეფუთვა) უნდა იყოს მაქსიმუმ 100 მლ-იანი. არ შეიძლება მაგალითად 200 მლ-იან ბოთლში 100 მლ-ის ჩასხმა. ყველა ასეთი ბოთლი (შეფუთვა) უნდა მოთავსდეს გამჭვირვალე, თავდახურულ პლასტიკურ კონტეინერში. ჯამში თქვენი სითხეების რაოდენეობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს.
სხვა ნივთები
- ე.წ. „ჰოვერბორდი“ და სხვა თვითბალანსირებადი სატრანსპორტო საშუალებები
- იარაღის იმიტაციები
- ბეისბოლის, კრიკეტის, ჰოკეის ჯოხები
ბავშვთა კვება და თხევადი მედიკამენტები
- ბავშვის საკვები (რძე, წყალი, ფაფა) დასაშვებია, თუნდაც იყოს 100 მლ-ზე მეტი მოცულობის.
- დასაშვებია რეცეპტით გაცემული მედიკამენტები 100 მლ-ზე მეტი მოცულობის, თუ გაქვთ თანმხლები სამედიცინო საბუთები ან რეცეპტი, რითაც დასტურდება რომ ეს რაოდენობა ფრენის დროს დაგჭირდებათ.
ცხოველები
- სალონში, ჩვეულებრივ, ნებადართულია მხოლოდ პატარა ცხოველების (ძაღლები, კატები) გადაყვანა, რომელთა წონა (კონტეინერთან ერთად) არ აღემატება 8-10 კგ-ს.
- ცხოველი უნდა მოთავსდეს სპეციალურ კონტეინერში, რომელიც აკმაყოფილებს ავიაკომპანიის მიერ დადგენილ ზომებს და კომფორტულია ცხოველისთვის.
- უნდა გქონდეთ ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ ის მზად არის ფრენისთვის.
- მოგზაურობის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობა, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა წესი, მაგალითად, კარანტინის ან ვაქცინაციის შესახებ.
- ყოველთვის რეკომენდებულია, მოგზაურობამდე დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას და დააზუსტოთ ყველა დეტალი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.
პორტატული დამტენები (Power Bank)
- არ არის აკრძალული. თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანია კრძალავს მათ გამოყენებას ფრენისას.
ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული და არარეკომენდებული ნივთები
აალებადი და ფეთქებადი ნივთები
- იარაღის ვაზნები, ფეიერვერკი
- ასაფეთქებელი ნივთიერებები
- ცეცხლგამჩენი საშუალებები (ასანთი, სანთებელა)
- აალებადი ნივთიერებები (საწვავი, საღებავი, ლაკის მოსაშორებელი)
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები
- რადიოაქტიური მასალები
- ნებადართულია მხოლოდ ერთი, სტანდარტული ზომის (მაგალითად, Bic-ის ტიპის) სანთებელას ატანა, რომელიც თქვენს ჯიბეში ან ხელბარგის გამჭვირვალე პლასტიკურ კონტეინერში უნდა მოათავსოთ.
ელექტრონული მოწყობილობები
- ლითიუმ-იონური ბატარეების შემცველი ელექტრონული მოწყობილობები (ლეპტოპები, პლანშეტები, ტელეფონები)
- ელექტრონული სიგარეტები
ფული, ძვირფასი ლითონები და ქვები
- არ არის აკრძალული. თუმცა ავიაკომპანია არ არის ვალდებული აანაზღაუროს ძვირფასი ნივთების დაკარგვა ან დაზიანება. ამიტომ, ასეთი ნივთები ყოველთვის ხელბარგში უნდა ატაროთ.
პასპორტი, პირადობის მოწმობა, ბილეთები, კონტრაქტები.
- არ არის აკრძალული, მაგრამ დაკარგვის რისკიდან გამომდიდინარე უმჯობესია ატაროთ ხელბარგში.
მყიფე და მსხვრევადი ნივთები
- არ არის აკრძალული. თუმცა შეიძლება უხეშად მოხდეს ჩასაბარებელი ბარგის ტრანსპორტირება, რაც ზრდის ნივთების დაზიანების რისკს.