Airalo არის ელექტრონული სიმ ბარათის (eSim) სერვისი, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ინტერნეტ პაკეტები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ქვეყნისთვის.
გლობალური დაფარვა: Airalo-ს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის გთავაზობთ eSIM პაკეტებს მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყნისთვის.
რეგიონალური პაკეტები: შეგიძლიათ, შეიძინოთ ერთი eSIM, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმუშავებს.
მარტივი და ინტუიციური აპლიკაცია: Airalo-ს აპლიკაცია არის მარტივი გამოსაყენებელი და მისი საშუალებით შეგიძლიათ, იყიდოთ, დააინსტალიროთ და მართოთ თქვენი eSIM.
ხელმისაწვდომი ფასები: Airalo-ს ხშირად აქვს სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის.
მოხერხებული ინსტალაცია: eSIM-ის ინსტალაცია მარტივია QR კოდის სკანირების ან აპლიკაციის მეშვეობით.
საერთაშორისო მოხმარება: Airalo-ს საშუალებით შეგიძლიათ, მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში ისარგებლოთ ინტერნეტით.
მონაცემების შეზღუდული რაოდენობა: Airalo-ს პაკეტების უმრავლესობა შეზღუდულია მონაცემთა რაოდენობის მიხედვით და იშვიათად გვთავაზობს შეუზღუდავ ინტერნეტს.
დაფარვის ხარისხი: ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტის სიჩქარე შესაძლოა, დაბალი იყოს, რადგან ის ადგილობრივი ოპერატორების ქსელზეა დამოკიდებული.
არაოფიციალური მხარდაჭერა: Airalo-ს მომხმარებელთა მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს ისეთივე სანდო, როგორც სხვა, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში.
Mobimatter
Mobimatter არის კიდევ ერთი პოპულარული eSIM სერვისი, რომელიც მოგზაურებისთვის არის შექმნილი. ის გთავაზობთ მონაცემთა პაკეტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის.
მსოფლიო დაფარვა: Mobimatter-ს აქვს ფართო დაფარვა და გთავაზობთ eSIM პაკეტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის.
მოქნილობა: პლატფორმა გთავაზობთ მონაცემთა პაკეტებს სხვადასხვა ხანგრძლივობითა და მონაცემთა მოცულობით, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, მათი საჭიროებების მიხედვით შეარჩიონ პაკეტი.
რეგიონალური პაკეტები: Mobimatter-ის საშუალებით შეგიძლიათ, შეიძინოთ ერთი eSIM, რომელიც ევროპის, აზიისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში იმუშავებს.
ხელმისაწვდომი ფასები: Mobimatter ხშირად გვთავაზობს კონკურენტულ ფასებს, ფასდაკლებებსა და სპეციალურ აქციებს, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
პრომოკოდები: Mobimatter-ის პლატფორმაზე ხშირად არის სხვადასხვა პრომოკოდი, რომელიც დამატებით ფასდაკლებებს გთავაზობთ.
სწრაფი გააქტიურება: eSIM-ის შეძენა და გააქტიურება მარტივია.
აპლიკაციის შეზღუდვები: Mobimatter-ის აპლიკაცია შესაძლოა, სხვა პროვაიდერებთან შედარებით არც ისე მოსახერხებელი იყოს.
შეზღუდული მონაცემები: ის, როგორც წესი, არ გთავაზობთ შეუზღუდავი მონაცემების პაკეტებს.
Mobimatter-ის მთავარი აქცენტი ინტერნეტის მონაცემთა პაკეტებზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პაკეტები ხშირად არ შეიცავს სატელეფონო ზარებს ან SMS სერვისებს.
Holafly
Holafly ძირითადად შეუზღუდავი მონაცემების პაკეტებით არის ცნობილი. ეს არის საუკეთესო ვარიანტი, თუ მოგზაურობისას ბევრ ინტერნეტს იყენებთ.
შეუზღუდავი მონაცემები: ჰოლაფლაის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის გთავაზობთ შეუზღუდავი მონაცემების პაკეტებს უმეტეს ქვეყანაში. ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ბევრ ინტერნეტს იყენებს.
24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა: კომპანიას აქვს 24/7 მხარდაჭერა, რომელიც გეხმარებათ ყველა პრობლემის მოგვარებაში
ზარები და შეტყობინებები: Holafly-ის ზოგიერთი პაკეტი მოიცავს ზარებსა და SMS-ს.
არანაირი მოულოდნელი ხარჯები: რადგან Holafly შეუზღუდავ ინტერნეტს გთავაზობთ, არ მოგიწევთ მონაცემთა ლიმიტზე ფიქრი.
ხარისხიანი კავშირი: Holafly თანამშრომლობს ბევრ ადგილობრივ ოპერატორებთან, რათა მომხმარებელს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მიაწოდოს.
მარტივი დაჯავშნა: eSIM-ის დაჯავშნა მარტივად, ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შეგიძლიათ.
მაღალი ფასი: Holafly-ის პაკეტები უფრო ძვირია, ვიდრე სხვა eSIM პროვაიდერების პაკეტები.
მხარდაჭერა: შესაძლოა, მომხმარებელთა მხარდაჭერა იყოს არც თუ ისე მოხერხებული.
შეზღუდვები: ზოგიერთი პაკეტი შესაძლოა, შეზღუდული იყოს მონაცემების მოცულობით.
Orange Travel
ეს არის Orange-ის ოფიციალური პლატფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მოგზაურებისთვის. გთავაზობთ eSIM-ს რომელიც მოიცავს ინტერნეტს, ზარებსა და SMS.
სანდოობა: Orange Travel ერთ-ერთი ყველაზე სანდო პროვაიდერია, რადგან ის მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ის უზრუნველყოფს სტაბილურ და ხარისხიან კავშირს.
ზარები და შეტყობინებები: სხვა eSIM სერვისებისგან განსხვავებით, Orange Travel გთავაზობთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ინტერნეტს, არამედ საერთაშორისო ზარებსა და შეტყობინებებს.
მარტივი მართვა: Orange Travel აპლიკაცია არის მარტივი გამოსაყენებლად. მისი მეშვეობით შეგიძლიათ, მარტივად მართოთ თქვენი პაკეტი, შეამოწმოთ მონაცემთა ბალანსი და შეიძინოთ დამატებითი პაკეტები.
პაკეტების მრავალფეროვნება: Orange Travel გთავაზობთ სხვადასხვა პაკეტებს, რომლებიც მოიცავს როგორც მხოლოდ მონაცემებს, ისე ზარებსა და შეტყობინებებს.
ძლიერი ქსელი: Orange Travel-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სანდო ქსელი ევროპაში, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტის მაღალ სიჩქარეს.
საიმედო მომხმარებელთა მხარდაჭერა: Orange-ს არის სანდო კომპანია, რომელიც მომხმარებელს საიმედო მხარდაჭერას სთავაზობს.
მაღალი ფასი: Orange Travel-ის პაკეტები უფრო ძვირია, ვიდრე სხვა eSIM სერვისების პაკეტები
შეზღუდული ვარიანტები: სხვა პროვაიდერებთან შედარებით, Orange Travel-ის პაკეტების მრავალფეროვნება შეიძლება იყოს შეზღუდული.
როგორც წესი, Orange Travel-ის პოპულარული პაკეტები, მაგალითად, „Orange Holiday Europe“, არის 7, 14, 31 და 90-დღიანი. ეს მოუხერხებელია თუ მაგალითად მიდიხართ 15-20 დღით და გიწევთ უფრო ძვირიანი, 30 დღიანი პაკეტის შეძენა.