შენგენის ქვეყნებში უვიზო მგზავრობის წესები

შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქვეყნები

შენგენის წევრი ქვეყნები (ევროკავშირი)

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, მალტა, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია

შენგენის წევრი ქვეყნები (არა ევროკავშირი)

ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია

შენგენის წევრი ქვეყნები (დეფაქტო)

ანდორა, ვატიკანი, მონაკო, სან მარინო

შენგენის არაწევრი ქვეყნები და ტერიტორიები, სადაც შენგენის ხელშეკრულების თანახმად ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლის ანალოგიური პირობებით

კვიპროსი, ფარერის კუნძულები, გრენლანდია

შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობები

თქვენი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, საოჯახო ვიზიტი, ბიზნეს შეხვედრები ან სხვა ხანმოკლე ვიზიტი.

თან უნდა იქონიოთ უვიზო მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტები

ბიომეტრიული პასპორტი

აუცილებელია, რომ გქონდეთ ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

უკან დასაბრუნებელი ბილეთი

აუცილებელია, რომ გქონდეთ შეძენილი უკან დასაბრუნებელი ან შენგენის ზონის ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში გასამგზავრებელი ბილეთი

საასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის მოწვევა

აუცილებელია, რომ გქონდეთ სასტუმროს აქტიური ჯავშანი ან შენგენში ოფიციალურად მცხოვრები მასპინძლის მოწვევა

სამოგზაურო დაზღვევა

აუცილებელია, რომ გქონდეთ შეძენილი სამოგზაურო დაზღვევა იმ პერიოდზე, რა პერიოდითაც აპირებთ შენგენის ზონაში მოგზაურობას

მოგზაურობისთვის აუცილებელი ყოველდღიური ფულადი სახსრები ქვეყნების მიხედვით

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით

ავსტრია

დღიური მინიმალური თანხა: ავსტრიაში არ არის განსაზღვრული დღიური მინიმალური თანხა. წარმოდგენილი თანხა დაახლოებით მაინც უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილი მოგზაურობის პერიოდს.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ბელგია

დღიური მინიმალური თანხა: კერძო პირთან ცხოვრების შემთხვევაში 45 ევრო, ხოლო სასტუმროში ცხოვრების შემთხვევაში 95 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ბულგარეთი

დღიური მინიმალური თანხა: ჯამურად 500 ევრო 1 დან 10 დღემდე მოგზაურობისთვის და 50 ევრო ყოველი დამატებითი დღისთვის.

ფინანსური სახსრების საკმარისობის შეფასება შეიძლება მოხდეს ნაღდი ფულის, სამგზავრო ჩეკების და საკრედიტო ბარათების მეშვეობით. მასპინძელი მხარის მიერ მოწვეულის ქვეყანაში ყოფნის ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში, აღნიშნულის დოკუმენტური დასაბუთება (მომწვევის დეკლარაცია ან შესაბამისი წერილი) შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური სახსრების საკმარისობის დასასაბუთებლად.

გერმანია

დღიური მინიმალური თანხა: 45 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური სახსრების არსებობის დადასტურება – ნაღდი ფულის, სამგზავრო ჩეკების ან საკრედიტო ბარათების წარდგენის საფუძველზე – არ არის შესაძლებელი, მოითხოვება ვალდებულების წერილის ორიგინალის წარდგენა (Verpflichtungserklärung).

დანია

დღიური მინიმალური თანხა: 500  დანიური კრონი, თუ ვიზიტორი ჩერდება სასტუმროში, ხოლო 350  დანიური კრონი, თუ ვიზიტორი ჩერდება კერძო საცხოვრებელში და/ან მასპინძელი ფარავს ყველა მის ხარჯს.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ესპანეთი

დღიური მინიმალური თანხა: დღიური მინიმალური თანხა ერთ ადამიანზე შეადგენს 114 ევროს. ხოლო სავალდებულო მინიმალური თანხა რომელიც პირმა თან უნდა იქონიოს შეადგენს 1021 ევროს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, სერტიფიცირებული ჩეკების, სამგზავრო ჩეკების, მოქმედი საგადასახადო ბარათების ან საკრედიტო ბარათების წარდგენის გზით. ზემოთ ჩამოთვლილს თან უნდა ერთოდეს საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან გააქტიურებული საბანკო წიგნაკი (არ მიიღება საბანკო ოფისების მიერ გაცემული წერილები, არც ინტერნეტიდან ამოღებული საბანკო ამონაწერები).

ესტონეთი

დღიური მინიმალური თანხა: 70 ევრო (გარდა, გადახდილი სასტუმროს ჯავშნისა, ბინის ქირისა და ა.შ.);

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, საბანკო ჩეკებით.

ისლანდია

დღიური მინიმალური თანხა: თუ თავად აფინანსებთ მოგზაურობას – 8 000 ისლანდიური კრონი დღეში, ხოლო თუ ვიზიტი დაფინანსებულია მასპინძელი პირის ან ორგანიზაციის მიერ, მინიმუმ 4 000 ისლანდიური კრონი დღეში საკმარისია.​ 5 დღეზე ნაკლები მოგზაურობის შემთხვევაში მინიმუმ 20  000 ისლანდიური კრონი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

იტალია

დღიური მინიმალური თანხა დამოკიდებულია მოგზაურობის ხანგრძლივობაზე.

• 1-დან 5 დღემდე: 270 ევრო მთლიან მოგზაურობაზე. ორი და მეტი მოგზაურის შემთხვევაში 213 ევრო ადამიანზე.

• 6-დან 10 დღემდე: 45 ევრო დღეში. ორი და მეტი მოგზაურის შემთხვევაში 27 ევრო ადამიანზე დღეში.

• 11-დან 20 დღემდე: 52 ევრო ფიქსირებული და 37 ევრო დღეში ადამიანზე. ორი და მეტი მოგზაურის შემთხვევაში 26 ევრო ფიქსირებული და 23 ევრო ადამიანზე დღეში.

20 დღეზე მეტი მოგზაურობის შემთხვევაში ფიქსირებული 207 ევრო და 28 ევრო ადამიანზე დღეში. ორი და მეტი მოგზაურის შემთხვევაში ფიქსირებული 119 ევრო და 28 ევრო ადამიანზე დღეში.

კვიპროსი

დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო (სასტუმროს/საცხოვრებლის თანხის გარდა).

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ლატვია

დღიური მინიმალური თანხა: 30 დღემდე გადახდილი საცხოვრებელის და ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფის შემთხვევაში, მგზავრს ხელზე უნდა გააჩნდეს დღიური სახარჯო თანხა 14 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით

ლიეტუვა

დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით.

ლიხტენშტაინი

დღიური მინიმალური თანხა: 100 შვეიცარიული ფრანკი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ლუქსემბურგი

დღიური მინიმალური თანხა: 120 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ნიდერლანდები

დღიური მინიმალური თანხა: 55 ევრო (სასტუმროს ხარჯის გარდა);

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ნორვეგია

დღიური მინიმალური თანხა: დღიური თანხა ერთ ადამიანზე შეადგენს 500 ნორვეგიულ კრონს.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, წინასწარ გადახდილი საცხოვრებლისა და ტრანსპორტის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტაციით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

მალტა

დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

პოლონეთი

დღიური მინიმალური თანხა: 300 პოლონური ზლოტი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

 

პორტუგალია

დღიური მინიმალური თანხა: 40 ევრო, ამას ემატება ქვეყანაში შემოსვლის ერთჯერადი თანხა 75 ევროს ოდენობით.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, სერტიფიცირებული ჩეკების, სამგზავრო ჩეკების, ან საკრედიტო ბარათების წარდგენის გზით.

რუმინეთი

დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო დღიური, თუმცა, ჯამში არანაკლებ 500 ევრო მოგზაურობის მთელი პერიოდისათვის.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.

საბერძნეთი

დღიური მინიმალური თანხა: თუ მოქალაქე ჩერდება 5 დღემდე ვადით, სავალდებულოა მინიმუმ 300 ევროს ოდენობით თანხის ფლობა. თუ მოქალაქე რჩება ხუთ დღეზე მეტი ვადით, მას დამატებით, თითოეულ დღეზე უნდა გააჩნდეს 50 ევროს ოდენობით თანხა.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

საფრანგეთი

დღიური მინიმალური თანხა: მერიის მიერ დამოწმებული მოწვევის ფლობის შემთხვევაში დღიური თანხა – 33 ევრო.

თუ პირს არ აქვს მოწვევა, თუმცა აქვს სასტუმროს წინასწარ გადახდილი ჯავშანი, დღიური თანხა- 65 ევრო.

თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს, დღიური თანხა 120 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.

სლოვაკეთი

დღიური მინიმალური თანხა: 56 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

სლოვენია

დღიური მინიმალური თანხა: 70 ევრო.

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხლებით) თანხა შეადგენს – 35 ევროს.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.

უნგრეთი

დღიური მინიმალური თანხა: წინასწარ გადახდილი სასტუმროს/საცხოვრებლის შემთხვევაში დღიური თანხა 10 000 უნგრული ფორინტის ოდენობით.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.

ფინეთი

დღიური მინიმალური თანხა: 30 ევროს ოდენობით (გარდა, გადახდილი სასტუმროს ჯავშნისა, ბინის ქირისა და ა.შ.).

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

შვედეთი

დღიური მინიმალური თანხა: 450 შვედური კრონი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

შვეიცარია

დღიური მინიმალური თანხა:  100 შვეიცარიული ფრანკი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ჩეხეთი

დღიური მინიმალური თანხა: 30 დღემდე ვიზიტების შემთხვევაში დღიური თანხა 1565 ჩეხური კრონი.

30 დღეზე ხანგრძლივი ვიზიტებისათვის (არა უმეტეს 90 დღისა) ერთჯერადად 46 950 ჩეხური კრონი.

დამატებით კი, დაგეგმილი ვიზიტის ყოველი მომდევნო თვისათვის 6 260 ჩეხური კრონი.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით (პოლიციაში დამოწმებული ოფიციალური მოწვევის ფლობის შემთხვევაში).

ხორვატია

დღიური მინიმალური თანხა:  70 ევრო.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით ან საბანკო ჩეკებით.